დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკების გზა ამჟამად შეჩერებულია, გაგებით ვეკიდებით ჩვენი ამერიკელი კოლეგების დატვირთულობას

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეაჩერა, თუმცა რუსეთი ამერიკელების დატვირთულ გრაფიკს გაგებით ეკიდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს გზა ამჟამად შეჩერებულია. გაგებით ვეკიდებით ჩვენი ამერიკელი კოლეგების დატვირთულობას“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ზედმიწევნითი და ნელი იქნება. „ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი ძალიან რთულ, ზედმიწევნით და შრომატევად მოლაპარაკებებს შეეხება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან კონფლიქტის მოგვარების ყველა დეტალი მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში უნდა განისაზღვროს.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026