არსებული ინფორმაციით, ქობულეთში მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა მდინარეში თევზაობისას მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.