უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე მეტი დრო რჩება და აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს, უკვე გადააჭარბა.

მმართველი პარტია „ფიდესის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მდიარმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„ბევრი ადამიანი მიდის არჩევნებზე. თუ გვინდა უნგრეთის უსაფრთხოების დაცვა, არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში“, - განაცხადა ორბანმა.

პიტერ მადიარის თქმით, ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

„ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც შეგვიძლია! მიეცით ხმა და წაახალისეთ ყველა, ეს გააკეთონ. ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს!“ - განაცხადა „ტისას“ ლიდერმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს