ისრაელის პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ტრამპს - დონალდ, თუ უნდა ისროლო, ისროლე, ნუ ყიყინებ

ისრაელის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ცვიკა ფოგელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანის მიმართ მუქარა შეასრულოს.

„დონალდ, თუ უნდა ისროლო, ისროლე. ნუ ყიყინებ“, - წერს ისრაელელი პარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაიწყებს ყველა გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდებიან“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ბლოკადა მალე დაიწყება და მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.

„ირანს არ მიეცემა უფლება, მოგება მიიღოს ამ უკანონო გამოძალვის აქტიდან. მათ ფული სურთ და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, შესაბამის მომენტში, ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ და ჩვენი სამხედროები დაასრულებენ იმ მცირედსაც, რაც ირანისგან დარჩა“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს