ახლახან ვესაუბრე პიტერ მადიარს, რათა მისთვის უნგრეთში გამარჯვება მიმელოცა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საფრანგეთი ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას მიესალმება.
„საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას და ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას. მოდით, წინ წავწიოთ უფრო სუვერენული ევროპა, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.
ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და „ტისას“ გამარჯვება მიულოცა.