უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.
ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.