ვულოცავ პიტერ მადიარს უნგრეთში ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, უნგრელმა ხალხმა გაავრცელა გზავნილი დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისადმი მათი ერთგულების შესახებ.
„უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება უნგრეთსა და მთელ კონტინენტზე დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისადმი მათი ერთგულების შესახებ“, - წერს ამერიკელი სენატორი.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.
ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.