სერგეი ლაგოდინსკი - ორბანი დასრულდა, გაუმარჯოს თავისუფლებას! - შეგვიძლია ჯეი დი ვენსი თბილისში ახლავე მივიწვიოთ?

ამ მომენტზე 16 წლის განმავლობაში ვოცნებობდით. ვიზიარებთ ყველა თავისუფლებისმოყვარე უნგრელის და მშვიდობისმოყვარე უკრაინელის გრძნობას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ორბანი დასრულდა. გაუმარჯოს თავისუფლებას! შეგვიძლია, გთხოვთ, ჯეი დი ვენსი თბილისში ახლავე მივიწვიოთ?“ - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი რამდენიმე დღის წინ უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“. ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს