ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა, ბათუმის შესასვლელში, ბაქოს ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.