ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას - მზად ვართ გავაღრმავოთ თანამშრომლობა უნგრეთთან

ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა ყოველთვის ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

„მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს