მოხდა ის, რასაც დიდი ხანი ვპროგნოზირებდით - ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში! - ეს არის უდიდესი შანსი საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლაციაში მოქცეული და კეთროვნად ქცეული ივანიშვილი, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო რეალური მოკავშირე დაკარგა, ბოლომდე გავტეხოთ! - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.
მისი თქმით, “ქართველ დიქტატორს მძიმე გაზაფხული ელის”.
“მოხდა ის, რასაც დიდი ხანი ვპროგნოზირებდით - ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში! ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური დინამიკისთვის, ევროპული პოლიტიკისთვის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობისთვის და ცხადია, უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენთვის მთავარი ისაა, თუ რას ნიშნავს ორბანის დამარცხება საქართველოსთვის - ეს არის უდიდესი შანსი საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლაციაში მოქცეული და კეთროვანად ქცეული ივანიშვილი, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო რეალური მოკავშირე დაკარგა, ბოლომდე გავტეხოთ! სლოვაკეთში კი აფრინა ზებრა ბორინკამ, მაგრამ ფიცო ევროკავშირში ვეტოს სიმძიმეს ვერ აწევს ანუ ვერ დაბლოკავს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რასაც ორბანი ბლოკავდა, მათ შორის კონკრეტულად ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. იცით, რომ პერსონალურ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი, რაც ორბანის პირობებში შეუძლებელი იყო, ახლა გაცილებით რეალურია. მოკლედ მძიმე გაზაფხული ელის ქართველ დიქტატორს. პუტინის საცეცები მარცხდებიან ყველგან და დამარცხდებიან საქართველოშიც! ჩვენ კი უნდა დავირაზმოთ გამარჯვებისთვის!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.