სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - ასე ეხმაურება ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას.
„სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო“, - წერს მასკი X-ზე.
მასკი სოციალურ ქსელში წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ვაჟს ალექს სოროსს გამოეხმაურა.
„უნგრელმა ხალხმა თავისი ქვეყანა დაიბრუნა. ეს ღრმად გამჯდარი კორუფციისა და უცხოური ჩარევის მტკიცე უარყოფაა“, - დაწერა სოროსმა.