დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი - მათ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ, აბსურდულია, მაგრამ ამისთვის ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ და ვფიქრობ, ამას სერიოზულად გადავხედავთ

ნატო-სთან ურთიერთობას სერიოზულად გადავხედავთ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატო-თი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-სთვის. ახლა დახმარება სურთ, მაგრამ რეალური საფრთხე უკვე აღარ არის“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ს ირანის წინააღმდეგ არ დაეხმარნენ, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

„ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-სთვის, რათა რეალურად, რუსეთისგან დავიცვათ. თუ დაფიქრდებით, ჩვენ მათ რუსეთისგან ვიცავთ. მე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს აბსურდულია. მაგრამ, ჩვენ ამისთვის ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ და ვფიქრობ, ამას სერიოზულად გადავხედავთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, ტრამპმა ირანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ „არ აინტერესებს, დაბრუნდებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

„არ მაინტერესებს. ჩემთვის სულერთია. მათი შეიარაღებული ძალები და რაკეტები აღარ არსებობს. მათ დადებული პირობა დაარღვიეს. მათ პირობა დადეს, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნიდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ტყუილი თქვეს. მათთან მოლაპარაკებები 21 საათს გაგრძელდა და ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით სიტუაცია. ირანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს