გრიგოლ გეგელია - გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს, ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე!, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, ვიქტორ ორბანის მარცხი მოსკოვის მარცხია და მას მალე დომინოს პრინციპით მიჰყვება სლოვაკეთის, ჩეხეთისა სერბეთის ლიდერების მარცხი.

“ძლიერი საქართველოს” სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა დღეს, როდესაც დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი, ხოლო უნგრეთი დაუბრუნდებოდა თავისუფალი ევროპის წიაღს.

გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით.

გუშინ უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო ვიდრე ქოცური ოცნება.

სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად, ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არცერთი სისტემა არ არის ურღვევი, და ვერცერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში, რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია დაძლიოს შიში და მანიპულირება.

უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით, სულ მალე, ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩაახრჩობს და რუსიფიკაციას.

გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი.

საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწავლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მადიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევნების ბოიკოტირებისა, ან ყურების ჩამოყრისა, შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში!

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება “ძლიერი საქართველოს” მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე!“ - განაცხადა გეგელიამ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს