პიტერ მადიარი - უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ

„ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ“, - წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს შემადგენლობაში კვლავ სანდო პარტნიორი იქნება.

„უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირე იქნება, რომელიც უნგრეთის ინტერესებს წარმოადგენს, რადგან ჩვენი ადგილი ევროპაში იყო, არის და იქნება“, - განაცხადა მადიარმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს