„ძლიერი საქართველო“ - ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია მაგალითია, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი - არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი

არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი!, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

“ლელო ძლიერი საქართველო“ ულოცავს „უნგრელ ხალხს რეჟიმზე გამარჯვებას, დემოკრატიული არჩევანის გაკეთებას და ევროპული გზის მხარდაჭერას. ეს გამარჯვება არის თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატიული ღირებულებების რწმენის შედეგი!”.

„უნგრეთის არჩევნები, სადაც ორბანის 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში ევროპული კურსის მხარდამჭერმა ძალებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხალხი საბოლოოდ მუდამ აკეთებს არჩევანს რეალური კეთილდღეობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის სასიკეთოდ.

ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერცერთი გამყალბებელი სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში!

უნგრეთმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიები დროებითია, ხოლო თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა მუდმივი!

უნგრეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მოქალაქეების მასშტაბური აქტიურობა არჩევნებში არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს!

უნგრეთის მაგალითი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოშიც საზოგადოება დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული გზა, რომელიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან, თუ დავრჩეთ რეგრესის გზაზე, შევქმნათ გამჭვირვალეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ დავრჩეთ კორუფციულ, უკანონო, იზოლირებულ სივრცედ, სადაც არავინ არის დაცული.

ევროპული კავშირი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური სივრცე, სადაც სახელმწიფო ემსახურება მოქალაქეს და არა პირიქით.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები უნგრელების მსგავსად კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რადგან ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!

როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში, დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია თუ საზოგადოება მტკიცე და ერთიანია. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ამ მოთხოვნას ღირსეულად ვუპასუხოთ.

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება “ძლიერი საქართველო - ლელოს” მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი!“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს