ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთი „კვლავ პრაგმატიზმით, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ ერთგულებითა და ყველა ქვეყნის პატივისცემით იხელმძღვანელებს“.
„მჯერა, რომ მინსკსა და ბუდაპეშტს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტრადიციები უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ მადიარს წარმატებები უსურვა.