პიტერ მადიარი - პიტერ სიიარტო საგარეო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება

პიტერ სიიარტო საგარეო სამინისტროშია და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ამას გეუბნებით იმისთვის, რომ გარკვეული კონტექსტი გქონდეთ უნგრეთში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.

ასევე, პიტერ მადიარმა რუსეთსა და ჩინეთს მადლობა გადაუხადა, რომ უნგრელი ხალხის არჩევანი პატივისცემით მიიღეს და მზაობა გამოთქვა პრაგმატუკლი თანამშრომლობისთვის.

„მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ვნახეთ, რომ განცხადებები კრემლმა და პეკინმაც გაავრცელეს. მადლობას ვუხდი მათ, რომ უნგრელი ამომრჩევლის, უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება პატივისცემით მიიღეს და მზად არიან პრაგმატული თანამშრომლობისთვის, ისევე როგორც უნგრეთია მზად, რადგან გეოგრაფია გეოგრაფიაა“, - აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, უნგრეთი ყველა ქვეყანას პატივს სცემს და მათაც მოუწოდა, რომ უნგრეთის სუვერენიტეტს პატივი სცენ.

„ჩვენ არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩავერევით. არც ბალკანეთში, არც ესპანეთში და არც საფრანგეთში. ეს არის ის, რაც გვსურს, რომ სხვა ქვეყნებს ვთხოვოთ“, - განაცხადა მადიარმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს