ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აშშ-ის მიერ დაგეგმილ საზღვაო ბლოკადას მხარს უჭერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

მისივე თქმით, კვირას, ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ „ცენტრალური საკითხია ყველა გამდიდრებული [ბირთვული] მასალის ამოღება და იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს გამდიდრება“.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ვენსმა მას პაკისტანიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავიდან დაურეკა და ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას განახორციელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ბლოკადა გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან - როგორც ირანში, ასევე სპარსეთისა და ომანის ყურეებში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს