პიტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, თუმცა არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მთელი პროცესი უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც მისი ქვეყანა ამ საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

მისი თქმით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

„შეუძლებელია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.

„თუ უკრაინა ამას გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა ის. თუმცა ეს მალე ნამდვილად არ მოხდება“, - აღნიშნა მადიარმა.

ამასთან, მისი თქმით არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს რუსული ნავთობის შეძენას, მაგრამ ამავდროულად შეეცდება ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს