პიტერ მადიარი - ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში - ეს ჩვენი სტილი არ არის

ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე, ეს ჩვენი სტილი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, როგორია მისი გეგმა საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არა უნგრეთის ახალი მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას და ექნება თუ არა საქართველოს მთავრობასთან ახლო ურთიერთობა, მადიარმა უპასუხა:

„ზოგადად, მინდა, ვთქვა. ის, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთის ურთიერთობები “ტისას” მთავრობის დროს გაუარესდება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უნგრეთსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცუდი იყო, ახლა ისინი გაუმჯობესდება. ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ მშვიდობიანად ვიმუშაოთ ერთად ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად“.

მისი თქმით, მოუთმენლად ელის საქართველოსთან მუშაობას.

„ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თქვენთან, თბილისსა თუ სხვაგან გესტუმრებით და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე. ეს ჩვენი სტილი არ არის და არ მგონია, რომ ეს ჩვენი საქმე იყოს, არც რომელიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობის. ყველა იმისთვის არის არჩეული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხალხს და დაეხმაროს მათ განვითარებაში“, - აღნიშნა მადიარმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს