დონალდ ტრამპი ირანზე - მეორე მხარემ დაგვირეკა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ელჩებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ერთად კარგი სამუშაო გაწია ირანთან მოლაპარაკებების კუთხით.

„შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვირეკა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რა იყო საკითხი, რომელმაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ბირთვულ იარაღს ეხებოდა.

„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე დავთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. და ვფიქრობ, რომ ისინი ამას დათანხმდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ,ასევე , აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის საკითხზეც ისაუბრა.

„ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე ქვეყანამ შანტაჟი ან გამოძალვა განახორციელოს მსოფლიოს მიმართ და ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრი გემი მიემართება ჩვენი ქვეყნისკენ საუკეთესო ნავთობით ჩასატვირთად“, - აღნიშნა ტრამპმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს