შოკირებული ვარ ჯორჯია მელონის საქციელით, ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც წარმოვიდგენდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მოგწონთ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნავთობი მიიღოს? ხალხს მოსწონს ეს? არ შემიძლია ამის წარმოდგენა. შოკირებული ვარ მისით. ვფიქრობდი, რომ ის მამაცია, მაგრამ ვცდებოდი…
არა. ის უბრალოდ ამბობს, რომ იტალია არ მიიღებს მონაწილეობას [ირანთან დაკავშირებით]. იმის მიუხედავად, რომ იტალია ნავთობს სწორედ იქიდან იღებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი იტალიისთვის. ის არ თვლის, რომ იტალია მონაწილეობას უნდა იღებდეს… ამერიკამ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო მის მაგივრად”, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მელონი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ რომის პაპთან დაკავშირებით ტრამპის სიტყვები მიუღებელია.
“თქვენ ხართ მიუღებელი, რადგან არ გადარდებთ, აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღი და ააფეთქებდა თუ არა იტალიას ორ წუთში, ამის საშუალება რომ ჰქონდეს”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან არ განუხილავს.