პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას, რითაც „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" გრანტის მიღების და გაცემის უფლებამოსილება ექნება

პარლამენტმა „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.

საკითხზე მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" გრანტის მიღების და მისი გაცემის უფლებამოსილება მიეცემა.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი 2025 წელს აკრედიტებული იქნა კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ, რომლის საერთო შემოწირულებები 22 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“მწვანე კლიმატის ფონდი არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით”,- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება