მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც დნესტრისპირეთზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა

მოლდოვაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც დნესტრისპირეთზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა.

ამის შესახებ განცხადებას მოლდოვას უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალაქე მოლდოვაში შესვლის დროს დააკავეს და ის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (“ეფესბე”) თანამშრომელია.

ის დნესტრისპირეთის რეგიონზე, კერძოდ კი, მისი უსაფრთხოების ზონაზე ინფორმაციის არასანქცირებული შეგროვებისთვის დააკავეს.

დაკავებული პიროვნება მოლდოვაში შესვლას “ტურისტული მიზნით” (კერძოდ, მონასტრების მონახულება) ცდილობდა, თუმცა მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი დნესტრის მარცხენა სანაპიროს რეგიონი იყო.

მოლდოვის დაზვერვის სამსახურის თანახმად, ბრალდებულის ვიზიტის მიზანი იყო მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, მათი შენახვის ან გამოყენების მიზნით მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება