თადარიგის გენერლები, ოფიცრები და ვეტერანები “ქართული ჯარის ღირსების დაცვის კომიტეტს” ქმნიან

თადარიგის გენერლები, ოფიცრები და ვეტერანები “ქართული ჯარის ღირსების დაცვის კომიტეტს” ქმნიან, - ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა განაცხადა.

;მისი თქმით, უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მიერ არასწორად წარმართული სამხედრო პოლიტიკის შედეგად სამხედრო აღმშენებლობაში გაუმართლებელმა ექსპერიმენტებმა და საკადრო დანიშვნებმა ქართული ჯარის პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსების დაკნინება და მორალური დათრგუნვა გამოიწვია.

;“როდესაც ვიღაცას შეგნებულად არ სურს დაინახოს განსხვავება ჯარისკაცსა და პატიმარს შორის, შეგნებულად ხორციელდება მაღალ დონეზე გაწვრთნილი ჯარის დემორალიზაცია, დაწყებულია ტენდენცია საზღვარგარეთ გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად ჯაშუშებად გამოცხადებისა და ამით რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების სიძლიერის აფიშირება, როდესაც ქართული ჯარის უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ნაწილში თავდაცვის მინისტრის ნაცვლად ხვდებიან შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, შეუძლებელია საზოგადოებამ მშვიდად უყუროს სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რღვევასა და მორალურ დასასრულს”, - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.

;მისი თქმით, სწორედ ამიტომ თადარიგის გენერლებმა, ოფიცრებმა და ვეტერანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ “ქართული ჯარის ღირსების დაცვის კომიტეტი”, რომლის თანადამფუძნებლები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქართული ჯარის გულშემატკივარი საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

;მათი ძირითადი მიზანი იქნება ქართული ჯარის პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსების დაცვა. “თუ საზოგადოება არ იცავს საკუთარ ჯარს, ჯარი ვეღარ დაიცავს საზოგადოებას”, - აღნიშნა გია ყარყარაშვილმა.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია