საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო მეტროსა და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს მუშაობა.

ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა.

შეგახსენებთ, დღეს დაახლოებით დილის რვა საათიდან საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა.

მსგავსი ფაქტი მოხდა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა "სასისტემო ავარიულმა" გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის გათიშვის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. სემეკმა 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება