ანონსი  17 აპრილი

17 აპრილს, 10:30 საათზე, ზაჰესის იზოლატორთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი და ენმ-ის იურისტი ლაშა ტყეშელაძე, აქციაზე დაკავებულ პატიმრებს მოინახულებენ.

საკ: ვასო ურუშაძე 599 024 021

17 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო-კერძო დიალოგი „პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი საკანონმდებლო რეგულირება“ გაიმართება.

ღონისძიება ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და გრანთ თორნთონის თანამშრომლობით იგეგმება. საჯარო-კერძო დიალოგში ჩართული იქნებიან წარმოამდგენლები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან. შეხვედრაში მონაწილეობას 60-ზე მეტი დელეგატი მიიღებს, ბინზესის სხვადასხვა სექტორებიდან.

17 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

17 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზთან, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე გამხორციელებული ძალადობა და დაკავება"

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

17 აპრილს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

17 აპრილს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

17 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 აპრილს, 14:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ, საიას ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის: კახიძის #15

17 აპრილს, 14:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს. მის: „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი 76, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი (აუდიტორია 506).

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს