იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო.

მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატი წერილში აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უწყებამ შესაბამისი წერილი უკვე გაგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ, როდესაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე.

„ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. 18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა