,,ინტერტრანსმა" რუსთავში ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანა

კომპანია ,,ინტერტრანსმა" დღეს რუსთავში, ავტოსადგომზე დამატებით 30 ერთეული ყვითელი მიკროავტობუსი შეიყვანა. მიკროავტობუსების შეყვანა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და ხაზების მეპატრონეების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

მძღოლთა ერთი ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებს მართავს, ,,ინტერტრანსის" შეთავაზებებზე უარს აცხადებს. მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას და ნებართვის ორი წლით გახანგრძლივებას მოითხოვენ.

ამასთან, კომპანია ,,ინტერტრანსის" დირექტორის მამუკა მუმლაძის განცხადებით, კომპანიამ უკვე დაიწყო მასზე დაკისრებული ვარდებულებების შესრულება და რუსთავში ტრანსპორტის შემყვანა. კომპანიას ამ ეტაპზე უკვე მიაკითხა დასაქმების მსურველმა 150-მდე მძღოლმა და უახლოეს დღეებში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - ემიგრანტებისთვის ამგვარად ხმის უფლების შეზღუდვა, ფაქტობრივად უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას, ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად