დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, ნარმანია თავშესაფარში ლონდონის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "mayhew"-ს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ჩამოსული ვეტერინარები სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილია სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩატარება. Internacional-ის წარმომადგენლებმა მონიტორინგის სააგენტოს მედიკამენტები, ვეტერინარული ინვენტარი, საოპერაციო იარაღები და პოსტოპერაციული ჭრილობის დამცავი რგოლები გადასცეს.

დავით ნარმანიამ მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. "გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს და ადგილზე ხდება სწავლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ცხოველების თავშესაფარი. მოვინახულეთ ცხოველები, ვნახეთ მათი მდგომარეობა და ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ხორციელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განცხადებით, სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად აპირებს.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტუმრად ეწვია საერთაშორისო ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეტ-პერსონალთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ისინი ატარებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, ტრენინგებს, ძირითადად სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით. ისინი წინასწარ გაეცნენ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას, გადმოგვცეს ვეტერინარული აღჭურვილობა და სხვადასხვა სახის პრეპარატები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც აისახება ცხოველების პოპულაციის ჰუმანურად და სწორად მართვაზე", - განაცხადა თემურ ფხალაძემ.

გარდა ამისა, 29 ივლისიდან პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული მოხალისეები სააგენტოს თანამშრომლებს ცხოველების სადგომების დასუფთავებაში, მათთვის საკვებით უზრუნველყოფასა და გასეირნებაში დაეხმარებიან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ