ნინო ბურჯანაძე – დროა, ივანიშვილს და მის გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული

რა ხდება, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაიგო, რომ ქვეყანა სიღატაკეში იხრჩობა? აღმოჩნდა, რომ UNICEF-ის კვლევით გაიგო თურმე, თუ როგორ ცხოვრობს მისი ხალხი? ეს ხომ ცინიზმია, საკუთარი მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება?! მე არ მესმის ამას როგორ პატიობს ჩვენი მოსახლეობა ივანიშვილს და მის მთავრობას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის თვალსაზრისით ყველა რესურსი ამოწურა.

„ივანიშვილი უკვე ვეღარავის ვერ მოატყუებს ხალხს და მისი ყველა მცდელობა, ისევ მოისყიდოს, ისევ დაპირდეს, ისევ გამოიყენოს, არ გამოუვა. ხალხს თვალიც აეხილა და მოთმინებაც ამოეწურა,“ – აცხადებს ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერის თქმით, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია გახდა კატალიზატორი, რომ ხალხს პოლიტიკური მოთხოვნები დაეყენებინა.

„ის რომ ხელისუფლება გაღიმებული სახით გვიმტკიცებს, თითქოს პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, სასაცილოა. როდესაც გენერალური პროკურორი გადადგება, როდესაც ხალხი ითხოვს გადადგეს იუსტიციის მინისტრი და უკან მიჰყვეს სრულიად მთავრობა, როდესაც პრემიერი მივა მიტინგზე და ბოთლებს დაუშენენ, პოლიტიკური კრიზისი სხვა კი არაფერია. ის დროა, ივანიშვილს და მისი გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრის ან სხვა რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების აზრს.

ნინო ბურჯანაძე თქმით, მინისტრების უკან დგას საშიში და მახინჯი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნა და გააძლიერა.

„სამართლის დასამკვიდრებლად, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად არის მთავარი, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი საბოლოოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ. ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით მალე გამოვა ქვეყანა ჩიხიდან,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომეტარს „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს