ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის შეფასებით,ბარნოვზე მოკლულის დედის ჩვენება არადამაჯერებელი იყო და სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის

ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის შეფასებით, ნათია გაბოძის ჩვენება არადამაჯერებელი იყო და სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორც ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება ვერ შეფასდება როგორც უტყუარი მტკიცებულება.

ადვოკატის თქმით, ბაქრაძე მკვლელობის ეპიზოდს აღიარებს, თუმცა დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება.

"დაზარებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, შესაბამისად, არ იყო დამაჯერებელი და მისი ჩვენება ვერ შეფასდება როგორც უტყუარი მტკიცებულება. ვეფხია ბაქრაძე მკვლელობას აღიარებს და რა პოზიციაც პირველი წარდგენის სხდომაზე ჰქონდა, იგივე პოზიცია აქვს ახლაც. თუმცა არ აღიარებს განსაკუთრებულ სისასტიკეს, ბავშვების თანდასწრებით მკვლელობას", - განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.

რაც შეეხება ნათია გაბოძის განცხადებებს, რომ ბაქრაძემ დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ჩაიდინა, ადვოკატის თქმით, "დაზარალებულის უფლებამონაცვლე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე".

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს