ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. საქმის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს ჩვენება იმ პირებმა მისცეს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახლში პირველები შევიდნენ. პროკურორის თქმით, მოწმეებმა ისაუბრეს იმ დეტალებზე, რაც მათ დანაშაულის ადგილზე დახვდათ.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა. აღნიშნული მოწმეები იყვნენ ის პირები, რომლებიც პირველები შევიდნენ დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახლში და რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ გადახტა სისხლიანი ბრალდებული ფანჯრიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, რომ მკვლელობა თამარ გამრეკელაშვილის შვილების თვალწინ არ ჩაუდენია, გიორგი შაიშმელაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენის ფაქტს სხვადასხვა მტკიცებულებებით დაადასტურებს. "თავად ვეფხია ბაქრაძე საუბრობს, რომ ბავშვების თვალწინ არ მომხდარა მკვლელობა, თუმცა საქმის გარემოებები სრულიად სხვა ვითარებაზე მიუთითებენ. ჩვენ დავკითხავთ არასრულელოვან მოწმესაც, გამოვიკვლევთ კიდევ დამატებით გარემოებებს, რის მიხედვითაც ნამდვილად დადასტურდება, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა დედა", - აღნიშნა გიორგი შაიშმელაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს