გიორგი გახარია - შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხმარების რეგულირებას მოყვება შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო თვალსაზრისით, შსს-ს აქვს საშუალება ეფექტური კონტროლის. ეს ხდება დახურულ სივრცეში, შენობაში ფაქტობრივად. ეს, რაც კეთდება რეგულირების ნაწილში შსს-ს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. სხვა შეკითხვები თუ არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება",- განაცხადა გახარიამ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად