შსს-ს განმარტებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წელს არა 500, არამედ მხოლოდ 5 უნიტაზი შეიძინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი გია ხალვაში სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წელს მხოლოდ 5 უნიტაზი თავისი კომპლექტით შეიძინა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წელიწადში აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 500 უნიტაზი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განკარგულებაშია 22 ობიექტი, სადაც განთავსებულია 122 სველი წერტილი. პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გაახლება და რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს დეპარტამენტმა მის დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში მდებარე სველი წერტილებისა და სამზარეულოების გამართული ფუნქციონერებისთვის 10 592 ლარის ღირებულების სამეურნეო პროდუქცია კანონით დადგენილი წესით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა. 2017 წელს შესყიდვების თანხა 4 464 ლარს შეადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 3 წელიწადში 500 ცალი უნიტაზი შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. უნიტაზების შესყიდვა ბოლოს 2016 წელს განხორციელდა. დეპარტამენტმა ორი წლის წინ 5 ცალი უნიტაზის კომპლექტი შეისყიდა",- განაცხადეს შსს-ში.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გია ხალვაშმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გია ხალვაშის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 500-ზე მეტი უნიტაზი და მისი ჩამრეცხი ავზი შეიძინა, რაც საჭიროებას არ წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აუდიტის სამსახურის მოუწოდებს, საკითხი შეისწავლონ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ