გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაზომა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. მათივე ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.5-ჯერ, ხოლო მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ქ.ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე 1.1-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.2-ჯერ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს აფართოებს. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იყო ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფილარმონიის მიმდებარედ, თამარ მეფისა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე გლდანის პირველ მიკრორაიონში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად, მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საინფორმაციო პორტალის შექმნა, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში გაეცნოს ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი ლოკაციები, სადაც განხორციელდება კვლევები, ხოლო შედეგები აისახება ერთიან ყოველკვირეულ ანგარიშში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ