დავით ზალკალიანმა ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ მაკედონიასთან და უკრაინასთან ერთად პირველად მიიღო მსგავსი სახის ფორმატში მონაწილეობა, რაც მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, როგორც აშშ-სთან, ასევე წარმატებულ ინტეგრაციის პროცესს ნატო-სთან.

სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ