იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მსმენელებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო 121 კანდიდატთან გასაუბრებას 8 დღის განმავლობაში გეგმავს. დღეს კი გასაუბრების პროცესს 18 მსურველი გაივლის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლას ამ ეტაპზე არაუმეტეს 20 მსმენელის მიღების შესაძლებლობა აქვს.

„ჩვენ, წინასწარ ზუსტად არ ვიცით, რამდენი მსენელი ჩაირიცხება სკოლაში. უბრალოდ, ვიცით მიახლოებით ის შესაძლებლობა, რაც სკოლას აქვს. დღეს დაბარებული არის 18 კანდიდატი. დაახლოებით 8 დღის განმავლობაში გრძელდება გასაუბრების პროცესი.

გასაუბრება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საბჭო გაესაუბრება ყველა კანდიდატს და შემდგომში ღია კენჭისყრით გადაწყდება თუ რამდენი მსმენელი ჩაირიცხება სკოლაში", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

რა ვადებში იქნება კენჭისყრა დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, ეს კანონმდებლობით გაწერილი არ არის.

„ზოგადი მითითებაა იმის შესახებ, რომ მსმენელთა ნაკადი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს ყოველი წლის მაისში და ოქტომბერში. აქედან გამომდინარე, საბჭო ყველანაირად ეცდება, რომ ოქტომბერში გაიმართოს კენჭისყრა, თუმცა, მკაცრად განსაზღვრული ვადები ამისთვის არ არის",-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ