დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შიდა ქართლში შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შიდა ქართლში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპული საქართველოდან აცნობეს, ქარელის, კასპისა და ხაშურის მოსახლეობამ დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები მძიმე სოციალურ ფონს, უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემაზე საუბრობენ. პრობლემების გადაჭრის გზების გარდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა ჭაობში, უძრაობაში, ადამიანებმა დაკარგეს მომავლის იმედი და პერსპექტივის განცდა. ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს ისე თითქოს ამ უძრაობის და ჭაობის ალტერნატივა, ისევ იქნება არეულობა, ისევ იქნება შურისძიება და ანგარიშსწორება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა 28 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისფლებას , აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების , ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა და ასე უნდა ავაშენოთ ხვალინდელი საიმედო დღე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ