ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი ხმას არ უნდა იღებდეს, იმ პარტიის, რომელიც ციხეში აწამებდა და აუპატიურებდა ათასობით ადამიანს

მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხმას არ უნდა იღებდეს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიწყო. ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს განუცხადა, რომ როდესაც მირზა სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეები აღმოჩნდნენ, მათ სუბელიანს „ხელი ვერ მოჰკიდეს“. კამათის შემდეგ კი ნიკა მელიამ პარლამენტის ბიუროს სხდომა დატოვა.

„როდესაც მისი შვილი და მისი ცოლის დის შვილი აღმოჩნდნენ მონაწილენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა, ხელი ვერ მოჰკიდეთ მირზა სუბელიანს. ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები გაიყვანა ორი დღით ქალაქგარეთ, ამასობაში დალაგდა თქვენთან, მერე ჩამოვიდა და დაესწრო დაკითხვას. რომელი რიგითი პროკურორი გაუბედავდა უხერხული კითხვის დასმას?! ამის შემდეგ არც ერთი მოწმე არ დაგიკითხავთ და ამასობაში ბოლომდე დალაგდა თქვენთან და მერე შეუთანხმდით და უთხარით, „არიქა, გადაგვარჩინე, ცოტა ხანი ციხეში დაჯექი“ და ეს ამბავი მოხდა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, წინა ხელისუფლებაში მყოფი უდიდესი ნაწილი ახალი ხელისუფლების რიგებშია, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე. „თქვენ მართლა თუ წარმოგიდგენიათ სად ხართ?! იმ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი თქვენს რიგებშია. ჩამოგითვალოთ სახელები და გვარები? უდიდესი ნაწილი, ყველა დონეზე, თვითმმართველობის დონეზე ხომ საერთოდ. ყველა რიგითი პარლამენტის წევრი ამ მდგომარეობიდან გამოძვრება, თქვენ კი ვეღარ გამოძვრებით, იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ხართ ამ მკვლელების მფარველობაში“, - მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს, რაზეც მან მეტი კონკრეტიკა მოითხოვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ყოფილიყო, გაუწევდა თუ არა წინააღმდეგობას, რაზეც ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს აღნიშნულზე არ უნდა ელაპარაკა, რადგან ის ადამიანებს აყაჩაღებდა, აუპატიურებდა, არჩევნებს აყალბებდა და ქვეყნის წინაშე ღალატი ჩაიდინა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას „ჩააბარა“.

„სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი საერთოდ რაზე ლაპარაკობთ?! იმ პარტიის რომელმაც 10 000 კაცს ქონება აჩუქებინა, იმ პარტიის, რომელიც ციხეში აწამებდა და აუპატიურებდა ათასობით ადამიანს, ხალხს აყაჩაღებდით, არჩევნებს აყალბებდით, ამ უბედურებას აკეთებდით და შეცდომა კი არ დაუშვა, ქვეყნის წინაშე ღალატი ჩაიდინა, 20% ტერიტორიების რუსეთის ფედერაციას ჩააბარეთ თქვენი ღალატის გამო და 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩაგაბარებთ იქ, სადაც საჭიროა, ბოლომდე გაგცემთ პასუხს მაგ ღალატისთვის, დანაშაულისთვის, ათობით სოფლის დაკარგვისთვის, ათი ათასობით ადამიანის გამოდევნისთვის, ასეულობით ადამიანის დაღუპვისთვის მაგ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავთ. მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხმას არ უნდა იღებდეს და კარგია, რომ დარბაზს ტოვებთ. ეს არის კიდევ ერთი გაქცევა ბრძოლისა და დისკუსიის ველიდან. თქვენ სალაპარაკო რომ არ გაქვთ, თქვენი ქცევით ადასტურებთ“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს