მშობლების ინფორმაციით, ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე არ არის საშხაპე, ბავშვები აუზებსა და ნაწვიმარ წყალში ბანაობენ

დღეს ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. ისინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგებასა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.

„მოგვბეზრდა, აუტანელია უკვე ამ პირობებში ბავშვების ვარჯიში. 10 და 15 წლის წინ ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, მაგ დროის მერე არაფერი გაკეთებულა, პერსპექტივა არ ჩანს, ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენც ისეთი მშობლები ვართ, რომლებსაც ბავშვები აქედან გაყვანილი გვყავს. სულით და გულით გვინდა ჩვენი შვილების აქ დაბრუნება, მაგრამ ამ პირობებში შეუძლებელია უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საერთოდ სპორტსმენი გაიზარდოს. გარდა იმისა, რომ მოედანი არ არის მოწესრიგებული, არ არის საშხაპე, ბავშვები აუზებსა და ნაწვიმარ წყალში ბანობენ, არ არის ელემენტარული სკამები, რომ ადმიანი დაჯდეს და თამაშს უყუროს. წვიმის დროს კი არათუ თამაში, არამედ საერთოდ შეუძლებელია აქ შემოსვლა. როდემდე უნდა იყოს ასე?“, -განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა დავით ლოლუამ.

მშობლებმა დახმარების ფონდის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა შემოსული თანხით სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგება შეძლონ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფოთის საფეხბურთო სკოლაში არსებული პრობლემები ცნობილია. მათი ინფორმაციით, საკითხის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარეობს.

„ეს საფეხბურთო სკოლა ფინანსდება 85 ათასი ლარით. მესმის, რომ ეს თანხა ამ ეტაპზე საკმარისი არ არის, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტი ძალიან მცირეა. სპორტის სხვა სახეობებს თუ გადავხედავთ ფეხბურთის სკოლის დაფინანსება დაახლოებით 2-ჯერ მეტია, რადგან ფეხბურთი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი სპორტი ქალაქში, აქ 200-ზე მეტი ბავშვი დადის, სწორედ აქედან გამომდინარე გაკეთდა გათვლა. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, მოხდეს სპორტის სხვადასხვა სახეობების პრიორიტეტების დადგენა, მოხდეს ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული თანხით მოგვარდეს არსებული პრობლემა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები, რომ ამ სისტემაში ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები“, - აღნიშნა სასპორტო საგანმანათლებლო გაერთიანების დირექტორმა ბექა გუგუშვილმა. სტადიონზე შკრებილები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ