რაგბში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართება

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, რაგბში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობას ვეტერანი მორაგბეები და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები მიიღებენ. შეხვედრა 16 ოქტომბერს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

მატჩს ვეტერანებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან. მატჩის მონაწილე ორივე გუნდის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ