„დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია ვლადიმერ ვაისს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია ვლადიმერ ვაისს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ფიფია აცხადებს, მას ვლადიმერ ვაისის კვალიფიკაციის სჯეროდა და მასთან ხელშეკრულების გაგრძელება მართებულად მიაჩდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური გათამაშების დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა. მჯეროდა ვაისის კვალიფიკაციისა და მართებულად მიმაჩდა, მასთან ხელშეკრულების გაგრძელება. სწორად წარმართულმა სამწვრთნელო საქმიანობამ და მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, განაპირობა ის ისტორიული შედეგი, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია. ამ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა, ყველა შეხვედრაში თავდაუზოგავად იბრძოლეს და ლოგიკურ შედეგსაც მიაღწიეს. ორმაგად მახარებს ის გარემოება, რომ ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგში, თავისი წვლილი დინამოელებმა და მათ შორის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილებმა შეიტანეს. ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, რომ აკადემიის აღზრდილებმა, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. გულითადად ვულოცავ ვლადიმერ ვაისს და ეროვნულ გუნდს წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს“, - ნათქვამია რომან ფიფიას განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ