გიორგი ვაშაძე -  „ქართული ოცნება“ გადასულია ტოტალური დეზინფორმაციის გავრცელებაზე

„ქართული ოცნება“ დეზინფორმაციას პოლიციის სამსახურებში ავრცელებს, სადაც ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა დაბალია და ამბობენ, რომ თითქოს ვინმე პოლიციელების სამსახურიდან გაშვებას აპირებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არათუ უწყების გაუქმებას არ გეგმავს, არამედ, გაცხადებული რეფორმის მიხედვით, პოლიციელთა ხელფასები გაიზრდება და უზრუნველყოფილი იქნება მათი სოციალური გარანტიები.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამის მიხედვით მოხდება პოლიციის სრული დეპოლიტაზაცია და შეიქმნება პოლიციისა და პატრულის ეროვნული სამსახური და გამოძიების ფედერალური ბიურო.

„ქართული ოცნება“ გადასულია ტოტალური დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამჯერად ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიციის სამსახურებში, სადაც ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან დაბალია და ამბობენ, რომ თითქოს ვინმე პოლიციელების სამსახურიდან გაშვებას აპირებს. თუ ვინმემ შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამიტომ მოვახდინეთ ჩვენ რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს გულისხმობს. პირველი ეს არის შინაგან საქმეთა ორგანებისა და პოლიციის სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია, რომ ვერავინ ვერასდროს შეძლოს თავისი მიზნებისთვის ამ უწყების გამოყენება; მეორე - ყველა პოლიციელი არათუ შეინარჩუნებს სამსახურს, არამედ მინიმალური ხელფასი იქნება 2000 ლარი და თითოეულ მათგანს ექნება სრული გარანტია როგორც სოციალური, ასევე კარიერული წინსვლის; მესამე - ჩვენი რეფორმა გულისხმობს, მაღალი დამოუკიდებლობის მქონე ორი უმნიშვნელოვანესი სამსახურის ჩამოყალიბებას, ესენია - პოლიციისა და პატრულის ეროვნული სამსახური და გამოძიების ფედერალური ბიური.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავინ აპირებს შინაგან საქმეთა ორგანოების გაუქმებას და თითოეულ პოლიციელს მივმართავთ - დაიცავით კანონი, თითოეული თქვენგანი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, თქვენი მინიმალური ხელფასი იქნება 2000 ლარი და ვერავინ ვერ მოგცემთ პოლიტიკურ დავალებებს, ისე როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება” დღეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს