გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ფეიქართა, ქსნის, ღრმაღელის, ანდრონიკაშვილის, მუხრანის და ვანათის ქუჩების მცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის, აგლაძის, ყიფიანის, ხოშარაულის, ცაბაძის, ფოთის, სტანისლავსკის, ვახუშტი ბაგრატიონის, აკაკი ბელიაშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ვალერიან კანდელაკის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, გაბისკირიას, ილია კარტოზიას, დურმიშიძის, ნატო გაბუნიას, თამარ და აკაკი პაპავების, ივერთუბნის, ბარაკონის და ბეთაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, კირილე უკლებას და ვახტანგ მოსიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, რამაზ შენგელიას და ალეკო გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს, 12:00 საათიდან 14: 00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს, 14:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, ვაჟა ივერიელის, კასპის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17: 00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, ორთაჭალის და ათონელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ