ზურაბ აბაშიძე - ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით განხორციელდეს

ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი, - ასე პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ნოემბერში ტარდება საერთაშორისო სემინარი, რომლის მონაწილეებიც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსულმა მხარემ, მიწვევის მიუხედავად, საერთაშორისო სემინარში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ ბოლო დროს რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა თუ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დაწესებულებაში ე.წ დახურულ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას და ფინანსდება ჩვენი ქვეყნის მთავრობის მიერ, სამეცნიერო კვლევით საქმიანობას სრული ტრანსფარენტულობის რეჟიმში აწარმოებს. რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ე.წ დახურული ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ლაბორატორიის კარი ღიაა უცხოელი ექსპერტებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ცენტრს. ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველო და გერმანია ერთობლივად ატარებენ საერთაშორისო სემინარს, რომლის მონაწილეებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ექნებათ საშუალება, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მიუხედავად მოწვევისა, უარი განაცხადა აღნიშნულ სემინარში მონაწილეობაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და მაღალი დონის ექსპერტთა ჩართულობით, განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის მონიტორინგი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები შეშფოთებას იწვევს. ამგვარი კვლევები ძალიან სახიფათოა, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია იმაზე, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რომლებიც ადამიანზე შესაძლოა ზემოქმედებას ახდენდნენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სოჭში „ვალდაის“ კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე. „სავარაუდოდ ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებზე და ვირთხებზე, ვინაიდან მათ საკმაოდ სწრაფი ციკლი აქვთ. მეორე-მესამე თაობაში ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს