„ძალა ერთობაშია“ - ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს,  „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას წარმოადგენს

ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ინაწილებენ.

“მამუკა მდინარაძემ არ ისურვა დაეცვა ამგვარი კვლევებისადმი საარჩევნო კოდექსით დაწესებული სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ინფორმაციის გასაჯაროებას: კვლევა უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ და გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას, ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. კვლევის აღნიშნული მეთოდოლოგია უნდა იძლეოდეს შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას. იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა.

ამასთან, კანონის იგივე ნორმა (სსკ, მუხლი 51) შედეგების გამოქვეყნებისას ითხოვს მიეთითოს: ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები; ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იმ გავრცელებულ სოციოლოგიურ კვლევაში, რომლის თანახმად პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს და მნიშვნელოვნად უსწრებს დღევანდელი რეიტინგით ხელისუფლების კანდიდატს - ზედმიწევნით დაცულია ზემოაღნიშული სტანდარტი, ამიტომ ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს - მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარის განცხადებას განვიხილავთ, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რომლის მიზანია მათთვის ჩვეული ხერხებით საარჩევნო შედეგების მანიპულაციისთვის ნიადაგის მომზადება, ამომრჩევლების დეზორიენტაცია და ჰიპოთეტური დესტაბილიზაციით დაშინება.

მივმართავთ პარტიას „ქართული ოცნება“ - 28 ოქტომბერს, ქართველი ამომრჩეველი, საარჩევნო ბიულეტინის საშუალებით, უარს ეტყვის თქვენ კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და ხმას მისცემს იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ უნარი და ნება განახლებული საქართველოს ასაშენელად“, - ნათქვამია „ძალა ერთობაშიას“ განცხდებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამის შესახებ პარტიაში 18 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების შედეგად, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ