გიგი უგულავას განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ყველაზე მეტი შანსი დავით ბაქრაძეს აქვს

მიუხედავად 25 კანდიდატისა, რეალურად სამ კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი. ეს არის: დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, რეალურად, სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ყველაზე მეტი შანსი აქვს დავით ბაქრაძეს. მისივე თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალია.

„მიუხედავად 25 კანდიდატისა, რეალურად სამ კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი. ეს არის დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ყველა სხვა კანდიდატი დაკარგული ხმა არის.

სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ ხელისფლება თავისი რესურსით ყველაფერს გააკეთებს, რათა სალომე ზურაბიშვილი გადაიყვანოს მეორე ტურში. აქვე გეტყვით, რომ მეორე ტური გარდაუვალია, ვინაიდან 50 პროცენტზე მეტს ვერავინ მოაგროვებს. მაშინ ისმის ლოგიკური შეკითხვა, რომელი კანდიდატი შეძლებს ყველაზე უკეთ დაამარცხოს ზურაბიშვილი და ივანიშვილი მეორე ტურში?

აქ პასუხი უდავოა, რადგან ყველაზე დიდი შანსი ხიდჩატეხილობის ამოვსების, ყველაზე დიდი შანსი ხელი გაუწოდოს განსხვავებულ ადამიანებს, მათ ვინც ჩვენ არ გვიჭერდა მხარს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ ვისაც ჩვენ არ ვუყვარდით, არის დავით ბაქრაძე და არა გრიგოლ ვაშაძე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ