რომან გოცირიძე - ვინც ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილი არ არის, სინდისგარეცხილია

ვინც ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნამდვილი არ არის, დამნაშავეა, რადგან დანაშაულს აფარებს ხელს, ხოლო მორალურად არის სინდისგარეცხილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის შეფასებით, დღეს გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის, რაც მანამდე იყო გამოქვეყნებული. დეპუტატის შეფასებით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი იმართება გარე ძალების მიერ და ქვეყანაში არ მოქმედებს კონსტიტუცია და კანონები.

მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ აქამდე გავრცელებული აუდიოჩანაწერები სწორი და ნამდვილი იყო.

„დასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში არსებობს მაფიოზური სინდიკატი და მიმდინარეობს ბიზნესის რეკეტი. ახლა ყველა ცდილობს დანაშაულის მიჩქმალვას, მათ შორის არის პარლამენტი, რომელიც ასეთ საკითხებზე პირველი უნდა ახდენდეს რეაგირებას, მაგრამ პარლამენტიც ხდება დანაშაულის მონაწილე“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს. გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძეზე ამბობს: „შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს რა“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ